ოქტომბერი 1, 2023

“ნერაძურის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ 2001 წელს დაბადებულ ძალიან ახალგაზრდა თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც სერია A-ში სულ რაღაც 2 თვით ყოფნის მიუხედავად ყველაზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რადიო Kiss Kiss-ში ისაუბრა.

“კვარაცხეილა? ფეხბურთის თვალსაზრისით შემიყვარდა. მის საყიდლად დი ლაურენტისს დავურეკავ, მაგრამ ვიცი, რომ უარს მეტყვის. მიუხედავად ამისა, ნიჭიერია! ”

მაინც დააკვირდით შედარებებს:

“ჰგავს თუ არა სანდრო მაცოლას? ეს ორი ძალიან განსხვავებულია, უნდა ითქვას, რომ მაცოლა უბრალოდ განუმეორებელია!”
“ქართველს განსხვავებული სტილი და დიდი ნებისყოფა აქვს. ნაპოლიმ კარგად მოახერხა მისი პოვნა და დაჭერა, ძალიან დაბალ ფასში”

ინტერის ყოფილმა მფლობელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ნერაძურის” ისტორიის ერთ-ერთ სიმბოლოს “კვარა” ვერ შეედრება, თუნდაც მხოლოდ ტექნიკური და ფიზიკური ანალიზით: ერთ კლუბში 570 მატჩი და 162 გოლი, მეორეს მხრივ, კვარაცხელიას წინ მთელი კარიერა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *