ჟოზე მოურინიო მიესალება კარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოგებას ფრანგის კარიერაში ასე გვიან, მას შემდეგ რაც მთელი ცხოვრება “გუნდური მოთამაშე” იყო.
მოურინიომ განუცხადა L’Equipe-ს; “კარიმი შესანიშნავი ადამიანია, გუნდის ბიჭი. ის არ არის შეპყრობილი საკუთარი თავით, არ არის შეპყრობილი ოქროს ბურთით, ის არ არის A, B ან C-ზე მეტი გოლის გატანით შეპყრობილი. მისი ოქროს ბურთი ქარიმის დიდი განვითარების ბუნებრივი შედეგია და არა პირადი შეპყრობის.”
ბენზემა არის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი თანამედროვე ეპოქაში და პირველი ფრანგი ზინედინ ზიდანის შემდეგ.
ბოლო დროს მადრიდის რეალში საოცარი სეზონი ჩაატარა, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მთავარი როლები შეასრულა – გაიტანა 44 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა ყველა ტურნირზე.