
კარიმ ბენზემას გამოჩენამ ოქროს ბურთის ცერემონიაზე სოციალურ ქსელებში ბევრი გულშემატკივარი აალაპარაკა.
მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა შეამჩნიეს ერთი საყურადღებო რამ – ეს არის მარჯვენა ხელის მოტეხილი პატარა თითი.
ბენზემამ თითი 2019 წელს მოიტეხა. მას შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა თითი თეთრი სახვევით აიფარა – საფირმო იერსახე შექმნა.
ბენზემას ჯერ არ გაუკეთებია ქირურგიული ოპერაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითი რჩება მოტეხილი და დამახინჯებული.
ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალი მსხვერპლიდან, რომელიც ბენზემამ გაიღო მადრიდის რეალისთვის – რის გამოც ის ძალიან უყვართ.