სექტემბერი 29, 2023

Calciomercatoweb-ი წერს, რომ “ნაპოლის” გუნდის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

 

ნეაპოლელები ეცდებიან, ჩვენებურს შრომითი ხელშეკრულება 1 წლით გაუგრძელონ და ხელფასიც მნიშვნელოვნად გაუზარდონ.

 

ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ მოგეხსენებათ, “კვარა” ტურიდან ტურამდე უმატებს, ბრწყინვალედ ასპარეზობს, მის მიმართ ინტერესიც იზრდება და “ნაპოლის” ეშინია, რომ ხვიჩა არავინ წაართვას.

 

მოკლედ, ახალ კონტრაქტზე საუბარი, წესით, მალე უნდა დაიწყოს, კვარაცხელია კი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *