
France Football-მა დაადასტურა, რომ მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ 2022 წლის ოქროს ბურთი მოიგო.
გასულ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 44 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის იყო კარლო ანჩელოტის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი.
სიმბოლურია, რომ ზინედინ ზიდანი, უკანასკნელი ფრანგი, რომელმაც 2002 წელს მოიგო ეს ჯილდო, ოქროს ბურთი კარიმს გადასცა.