
იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” შინ “ბოლონია” მიიღო და ანგარიშით 4:2 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 21 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვარა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored-ისგან 9.0 შეფასება დაიმსახურა.
ცხადია, ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასებ დაიმსახურა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.