დეკემბერი 5, 2022

ენფილდზე, ლივერეპული-სიტის მატჩიდან გამომდინარე, დაძაბულობა მოსალოდნელი იყო. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში სალაჰის გოლით “წითლებმა” გამარჯვება შეძლეს.

მეორე ტაიმში, ფილ ფოდენმა იფიქრა, რომ სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როცა გოლი გაიტანა. ლივერპულის ფეხბურთელებმა კატეგორიულად გააპროტესტეს და VAR-ის მეშვეობით მოგვიანებით, გოლი გაუქმდა, რადგან ერლინგ ჰალანდმა, გოლის მომენტში, თამაშის წესები დაარღვია.

გადაწყვეტილება არ ესიამოვნა პეპ გვარდიოლას, რომელიც ანგარიშით უკმაყოფილო იყო.
VAR-ის გადაწყვეტილების შემდეგ, სიტის ბოსი შენიშნეს გაბრაზებული, რომელიც  რამდენიმე “სქაუზერს” ეჩხუბებოდა.

მას გულშემატკივრებთან ჩხუბის საფუძველი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პეპის საუკეთესო მომენტი.
შეგახსენებთ,რომ დერბი 100 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლივერპულმა ანგარიშით 1-0 მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.