ივნისი 1, 2023

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში დონეცკის “შახტარმა” მადრიდის “რეალთან” ერთ ქულის მოპოვება მოახერხა (1-1) და ამ ქულის წყალობით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს. დონბასელების კარგ თამაშს უკრაინულ პრესაში კარგი გამოახმაურებაც მოყვა.

ჩვენი უკრაინელი კოლეგები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ “შახტარისთვის” ეს ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტული, ისე არასპორტული თვალსაზრისით. უკრაინულ მედიაში აღნიშნავენ, რომ “შახტარმა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშა და გამარჯვებამდე რამდენიმე წამი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფს მადრიდის “რეალი” ლიდერობს, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია. შემდეგი საფეხურები კი ასეა გადანაწილებული: ლაიპციგი – 6, შახტარი – 5, სელტიკი – 1.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.