სექტემბერი 22, 2023

13 ოქტომბერს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ეგიდით მომდევნო ტურები გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღო.
ევროპა ლიგაზე, ოთარ კიტეიშვილის “შტურმი”,” ლაციოს” დაუპირისპირდა სტუმრად.კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მატჩის 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო,ხოლო 58-ე წუთზე მოედნიდან  გაიყვანეს.
“ფერენცვაროშმა”” ცვერნას ზვეზდა” დაამარცხა 2-1,აზაროვს მატჩი მონაწილეობა არ მიუღია,ისევე როგორც ლუკა გუგეშაშვილს,რომლის გუნდმაც ფრე, 0-0 ითამაშა “ოლიმპიაკოსთან.”

კონფერენს ლიგაზე გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის “ლეხი”,” ჰაპოელ  ბეერ შევას” დაუპირისპირდა.მატჩი 1-1 დასრულდა.წითაიშვილმა თავიდანვე დაიწყო და 57-წუთზე შეცვალეს.კვეკვესკირი მატჩში 85-ე წუთზე ჩაერთო.

“სლოვანმა”, რომელშიც კანკავა,კაშია და ჩაკვეტაძე თამაშობს,3-3 ითამაშა “ბაზელთან”.ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს.აღსაღნიშნავია გიორგი ჩაკვეტაძე,რომელიც ფორმაში შედის,მან მომდევნო ასისტი მიითვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *