დეკემბერი 7, 2022

იტალიური TMW იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფრანგული “ბორდოს” მწვრთნელი გახლდათ.

 

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაშინ ჟირონდელთა ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, დიეგო როლანის ტრანსფერზე “ფენერბაჰჩეს” 10 მილიონ ევროდ მოელაპარაკა და ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა გარიგება სანიოლმა დაბლოკა.

 

მან “ბორდოს” ბოსებს პირდაპირ უთხრა, რომ თუ როლანს გაუშვებდნენ, პოსტს თავადაც დატოვებდა.

 

საბოლოოდ, ურუგვაელი ჟირონდულ გუნდში დარჩა, მაგრამ 2016 წელს კლუბიდან თავად ვილი დაითხოვეს, რის შემდეგაც როლანი ჯერ “მალაგაში” გაანათხოვრეს, მერე კი “დეპორტივოს” მიჰყიდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.