
“ედენ აზარი? მან გააკეთა თავისი საქმე. ბევრი რამ ვერ გააკეთა, რადგან შახტარი თავს კარგად იცავდა”, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ.
“მე ვგეგმავდი 5 შეცვლას. აზარი შევცვალე, რადგან ახალი ძალა გვჭირდებოდა”, – დასძინა იტალიელმა.
აზარი ცუდი იყო შახტარის წინააღმდეგ და ვერ შეასრულა გამართული დრიბლინგი და ვერც კარისკენ დაარტყა.
ვინისიუსი, ბელგიელის ნაცვლად შემოვიდა და თითქოს, მადრიდის შეტევაში სიცოცხლე გააჩინა.