ოქტომბერი 2, 2023

ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი ფეხბურტელის ყოფილ კლუბს უიპეშტს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ზივზივაძემ ყოფილ თანაგუნდელს მაისური გაუცვალა და უიპეშტის ფანებს მიესალმა,რამაც ამჟმინდელი კლუბის ხელმძრვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ზივზივაძე,რომელსაც 16 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ბოლო პერიოდია თამაშს მატჩის ბოლო ნახევარში იწყებს.  ფეჰერვარმა განაცხადა რომ ფეხბურთელმა, კლუბისა და ფანების მიმარტ აშკარა უპატივცემულობა გამოხატა.

როგორც გაირკვა, ბუდუ პირველი გუნდიდან გააძევეს და მინიმუმ იანვრამდე მეორე გუნდთან ერთად თამაში მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ქართველს უნგრულ კლუბთან კონტრაქტი სწორედ იანვარში ეწურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *