სექტემბერი 29, 2023

“ლივერპულის” უკანა ხაზში პრობლემებია. “არსენალთან” პრემიერლიგურ მატჩში მერსისაიდელებს ორი ფეხბურთელი დაემტვრათ. იურგენ კლოპს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ჟოელ მატიპი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარებიან. უკვე ოფიციალურად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფეხბურთელები “რეინჯერსთან” და “მან.სიტისთან” მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებენ.

გარდა ამ ფეხბურთელებისა “არსენალთან” მატჩში დაშავდა ლუის დიასიც. წითელებს ასევე ლაზარეთში ჰყავთ ახალწვეული არტური, ნაბი კეიტა და ოქსლეიდ-ჩემბერლენიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *