
რომასა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთლი, დანიელე დე როსი სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს. იტალიელს სერია B-ს კლუბი სპალი ჩააბარეს.
დე როსიმ კარიერა 2020 წელს დაასრულა და 2021 წლიდან იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. ახალ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა.
დანიელეს, ჩემპიონატში ფილიპო ინძაგის რეჯინა, ფაბიო გროსოს ფროზინონე და ფაბიო კანავაროს ბენევენტო დახვდებიან,მაგრამ სადებიუტო მატჩს ჩიტადელასთნ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ დე როსის ჩამოთვლილი ყოფილი გუნდელების გარდა სერია B-ში ჯიჯი ბუფონიც შეხვდება, ოღონდ ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში,რომელიც პარმაში თამაშობს.