
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, ფრანკფურტში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომელ მეტოქეებთან მოუწევს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაპირისპირება. ჩვენ ჯგუფში ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის ნაკრებები იასპარეზებენ. ცოტა ხნის წინ კი დადგინდა, როდის, რომელი მატჩი გაიმართება. კალენდარი შემდეგნაირია:
28 მარტი- საქართველო vs ნორვეგია
17 ივნისი- კვიპროსი vs საქართველო
20 ივნისი- შოტლანდია vs საქართველო
8სექტემბერი- საქართველო vs ესპანეთი
11 სექტემბერი- ნორვეგია vs საქართველო
15 ოქტომბერი- საქართველო vs კვიპროსი
16 ნოემბერი- საქართველო vs შოტლანდია
19 ნოემბერი- ესპანეთი vs საქართველო