სექტემბერი 22, 2023

ლივერპულის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არსენალთან ქულას იმსახურებდა.

“მეზარბაზნეებმა” მაქსიმალური ქულები მას შემდეგ აიღეს, რაც ბუკაიო საკამ, მატჩის ბოლოს, პენალტი გაიტანა.

მაგრამ კლოპი თვლის, რომ აშკარა პენალტი არ ყოფილა.

“საჯარიმოსთან დაკავშირებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, უნდა გაგვეხსნა. ახლა ვნახე და ვფიქრობ, თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვფიქრობ, რომ ეს აშკარა პენალტია, ეს არის ძალიან რთულად გადასაწყვეტი მომენტი. რაღაცები ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბრმა, ვხედავთ, რომ მეტოქემ უკეთესად ითმაშა . ზოგადად, კარგი გასვლითი თამაში იყო კარგი კლუბის წინააღმდეგ. ჩვენ მათ ბევრი პრობლემა შევქმენით, მაგრამ აქ ვდგავართ ქულების გარეშე“.
კლოპმა განაგრძო: „არსენალი ძალიან კარგად მუშაობს და ამ სიტუაციაში ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ. სამი გოლის გაშვება თამაშთან ნამდვილად არაფერ შუაშია.”

ლონდონის არსენალი პრემიერ ლიგაში კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო ლივერპული მეათე ადგილს იკავებს .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *