
ბუკაიო საკას პენალტმა მოაგვარა მომაჯადოებელი შეხვედრა და ლივერპულთან გამარჯვებით Emirates Stadium-ზე, არსენალი პრემიერ ლიგის სათავეში დააბრუნა.
არსენალმა შესანიშნავად დაიწყო, როდესაც გაბრიელ მარტინელიმ გახსნა ანგარიში 58 წამის შემდეგ, მაგრამ ლივერპულმა კარგად უპასუხა და თავდამსხმელმა დარვინ ნუნესმა, 34 წუთის შემდეგ, დამსახურებულად გაათანაბრა.
არსენალი მეტოქის გოლს არ შეუშინებია და საკამ, პირველი ტაიმის დამატებულ დროში ანგარიში 2-1 გახადა და “წითლებს” გოლი გასახდელში გაატანა.
რობერტო ფირმინოს გასროლის შემდეგ ანგარიში 2-2 გახდა, ლივერპულმა თითქოს აღარდგინა ბალანსი,მაგრამ ბუკაიო საკას პენალტმა მატჩის ბედი გადაწყვიტა და საბოლოოდ, მატჩი 3-2 “მეზარბაზნეთა” სასარგებლოდ დასრულდა.
მეთოფეებმა ელვისებური ტემპით დაიწყეს მარტინელის გოლით, მაგრამ ის, რაც არტეტას კიდევ უფრო გაახარებდა, იყო თუ როგორ უპასუხა არსენალმა ლივერპულის ორ გათანაბრებას, მოიკრიბა
ძალა მატჩში დასაბრუნებლად და საბოლოოდ მოიგო .
მარტინელი გამორჩეული იყო არსენალისთვის, ტანჯავდა ლივერპულის დაცვას მთელი პერიოდის განმავლობაში.
პენალტმა, რომელმაც თამაშის გადაწყვიტა, გააღიზიანა ლივერპული, მაგრამ საკამ გამოიჩინა თავდაჯერებულობა და სიმშვიდე, რათა კლუბი წინ გაეყვანა
Emirates Stadium ახლა ერთიანობის ნამდვილ მოდელია და მენეჯერის, რომელმაც შეკრიბა ახალგაზრდობისა და გამოცდილების შთამბეჭდავი ნაზავი, მეტყველებს, რომ ჩრდილოელებს წინ უფრო დიდი საქმეები ელით. .