აპრილი 17, 2024

იკერ კასილასის სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ტვიტი “მე გეი ვარ”, როგორც აღმოჩნდა ესპანელ მეკარეს ტვიტერის ანგარიში დაუჰაკეს.

ბარსელონას ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მოასწრო ტვიტზე კომენტარის გაკეთება და შემდეგ ბოდიში მოიხადა.

“შეცდომა დავუშვი, ბოდიშს გიხდით აბსოლუტურად უადგილო ხუმრობისთვის. მთელი ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა LGBTIQA+ საზოგადოებას”, – დაწერა პუიოლმა ტვიტერზე.

მანამდე კასილიასი აცხადებდა, რომ მისი ანგარიში გატეხეს. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ირონიული ტვიტი პრესაში მუდმივი ჭორების საპასუხოდ მის ურთიერთობაზე უამრავ ქალთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *