
არსენალი პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერია, ლივერპული კი თერთმეტი ქულით ჩამორჩება.
“წითლებს” არსენალთან ბოლო ექვს მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვიათ – მაგრამ როგორც ჩანს, “მეთოფეები” ახლა წარმატების აღმართზე ადიან.
“დღეს ისინი ლიგის ლიდერები არიან და – პირველად არსენ ვენგერის მმართველობის შემდეგ – დაუპირისპირდებიან კლოპის გუნდს, როგორც ფავორიტები”, – წერს ჯეიმი კარაგერი თავის სვეტში არსენალსა და ლივერპულს შორის შეხვედრის წინ.
“შესაძლოა, ეს უადგილო პესიმიზმია, მაგრამ მე მაწუხებს კვირას ლივერპულის შანსები. პირველად შვიდი წლის განმავლობაში, კლოპი ეძებს ახალ ფორმულას, რომელიც მოერგება გუნდს, რომელმაც, როგორც ჩანს, დაკარგა მისი სასურველი 4-3- თამაშის უნარი. ”
ჯეიმი კარაგერის აზრით, ლივერპულის სუსტი წერტილი ნახევარდაცვაა,რითიც მეტოქეს სარგებლობა შეუძლია. ვნახოთ, გამართლდება თუ არა “სქაუზერის” შიშები…