დეკემბერი 8, 2023

9 ოქტომბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული ნაკრებები თავიანთ მეტოქეებს გაარკვევენ.

გუნდები 6 კალათაში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იმყოფება. ვახსენოთ ისიც, რომ ერთა ლიგის კალათაში მყოფი ოთხეული პირველი კალათის წევრად ითვლება.

ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი

I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი

 

 

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

 

 

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

 

 

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია.

 

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

 

 

 

VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

 

 

53 ნაკრები 10 გუნდში განაწილდება. გვექნება 7 ხუთგუნდიანი და 3 ექვსგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები ევროპულ ფორუმზე ავტომატურა გააღწევს, რასაც მასპინძელი გერმანია და ერთა ლიგიდან გასული 3 გუნდი დაემატება.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა ფრანკფურტში ხვალ, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *