სექტემბერი 22, 2023

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში დინამო თბილისი დინამო ბათუმს დაუპირისპირდა.

 

პირველ ნახევარში, მეჩვიდმეტე წუთზე აქტიური შეტევის ჩაშლას თუ არ ჩავთვლით, კლუბებს განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონიათ.   ოცდამეთვრამეტე წუთზე, ლევან ოსიყმაშვილმა ყვითელი ბარათი უხეშობის გამო მიიღო,მაგრამ მოპოვებული ჯარიმა თბილისმა ვერ გამოიყენა. პირველი 45 წუთი ფრედ (0-0) დაასრულდა.

 

პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ტაიმი  აქტიურად დაიწყო. დინამო ბათუმის მწვრთნელმა, გიორგი გებუჩაძემ, 57-ე წუთზე ორმაგი ცვლილება შემოგვთავაზა.  რამდენიმე საკვანძო მომენტის შემდეგ  გაიზარდა თბილისის დომინირების დონე და კლუბი პრესინგზე გადავიდა.  მიუხედავად ძლიერი ზეწოლისა, ბათუმი მაინც ახერხებდა შიგადაშიგ კონტრშეტევაზე თამაშს.   მატჩის 69-ე წუთზე, ნიკოლოზ მალის ასისტით დავით სხრიტლაძემ ანგარიში გახსნა და დინამო დააწინაურა. გოლის ავტორი მე-80 წუთზე შეცვალეს.

 

78-ე წუთზე, ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად VAR  გამოიყენეს. მთავარმა არბიტრმა, ირაკლი კვირიკაშვილმა, საჯარიმოს მისადგომებთან  მომხდარი მომენტი გადაამოწმა და  ბარნს ოსეის წითელი ბარათი უჩვენა.

ბათუმის დინამომ ვერც ძირითად დროსა და კომპენსირებულ 7 წუთში მოახერხა გოლი გატანა. მატჩი თბილისის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

ცვლილებები:
დინამო თბილისი                                              დინამო ბათუმი
57 ანტილევსკი – ომარი                                     83 რადინი – ფანცულაია
57 მოისწრაფიშვილი – ოსიყმაშვილი          90+2 ალთუნაშვილი-ნავალოვსკი
81 სიგუა – სხირტლაძე                                     90+2 ჭაბრაძე- ძარია
89 ოდიშარია – კამარა

გოლი ავტორი: დავით სხირტლაძე. (69′)

 

დინამო თბილისი 69 ქულით ცხრილის სათავეშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *