ოქტომბერი 11, 2024

ტურინი – დი მარია, მაკაბი ჰაიფას წინააღმდეგ ჯადოსნური დღიდან დიდ შიშამდე მივიდა . პოლიციამ წუხელ აღკვეთა ძარცვა ვილაში დელ ფიდეოში, გრან მადრის რაიონში, ტურინის პრეკოლინაში. ძარცვისას მოთამაშე სახლში იმყოფებოდა. არგენტინელის პირადმა დაცვამ შენიშნა ქურდები ბაღში და გააფრთხილა პოლიცია, რომელმაც დევნის შემდეგ დააკავა ბანდის სამი გაქცეული წევრიდან ერთი, რომელიც, სავარაუდოდ, ვილების ქურდობასა და ძარცვაშია სპეციალიზირებული.

დი მარია თავს კარგად გრძნობს,მაგრამ უსაფრთხოებისთვის, არგენტინელს კიდევ ცოტა ხანი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მოუწევს.

შეგახსენებთ,რომ არგენტინელი ფეხბურთელის სახლის გაძარცვა მესამედ სცადეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *