დეკემბერი 2, 2023

PARIS, FRANCE - MAY 21: Neymar Jr of PSG during the Ligue 1 Uber Eats match between Paris Saint-Germain (PSG) and FC Metz at Parc des Princes stadium on May 21, 2022 in Paris, France. (Photo by John Berry/Getty Images)

ნეიმარი სეზონს შესანიშნავად იწყებს, 13 მატჩში 11 გოლით და 9 საგოლე გადაცემა აქვს. ბრაზილიასთან ერთად, პსჟ-ს ფეხბურთელს, ასევე კარგი სერია აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე,სელესაოსთან სექტემბერში ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში, გაიტანა გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სეზონი კარგად დავიწყე, იქნება ეს პარი სენ-ჟერმენში, თუ ბრაზილიის ნაკრებში”, – განაცხადა ნეიმარმა PSG TV-სთან.

“წელს, მიზანია ორივე გუნდთან ერთად ყველაფრის მოგება. ჩვენ წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის და ვიცით, რამდენად რთული გრაფიკი გველოდება. ოცნებად მაქვს რომ მუნდიალი მოვიგო,ასევე ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მალე პარიზის გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ “, – თქვა ბრაზილიელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *