ოქტომბერი 12, 2024

დაუვიწყარი 2006 წლიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, „კალციოპოლისთან“ დაკავშირებული მოვლენები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მართლაც, მალე ეს შეიძლება გაზეთების პირველი გვერდებისთვის სენსაციური სათურების მიზეზი გახდეს.

იუვენტუსმა, ფაქტობრივად, ახალი საჩივარი წარუდგინა და ლაციოს რეგიონულ-ადმინისტრაციული სასამართლოს სპორტის საგარანტიო საბჭოს 2019 წლის 27 მაისის და 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებს . სასამართლო პროცესი 18 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

რაზე იქნება პროცესი? ჯერ კიდევ 2005/2006 წლის სეზონში ინტერს მინიჭებულ სკუდეტოზე, მეორენაირად ამ ამბავს “მუყაოს სკუდეტოს” უწოდებენ. შეგახსენებთ,რომ 2005/2006 წლის სეზონში, იუვენტუსს სერია ა-ს ჩემპიონობა გარიგებული მატჩების გამო ჩამოართვეს და კლუბი სერია ბ-ში დააქვეითეს. როგორც ჩანს, ამ ამბავში დღესაც ვერ ადგენენ სიმართლეს. უცნობია, ამჯერად შეიცვლება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდება თუ არა სკუდეტო “ბიანკონერის”, მაგრამ კლუბი, საკუთარი სამართლის დამტკიცებას მესამედ ეცდება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *