სექტემბერი 29, 2023

ლონდონის არსენალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოდო/გლიმტის დაუპირისპირდა. “მეზარბაზნეებმა”  მეტოქე ედი ნკეტიას, რობ ჰოლდინგისა და ფაბიო ვიეირას გოლებით 3-0 დაამარცხეს.

მატჩში ყველაზე მაღალი 8.5 შეფასება ვიეირას მიენიჭა.  8.0 მიიღო ედი ნკეტიამ,რომელმაც ანგარიში გახსნა და კლუბი დააწინაურა.  ასევე, 8.0 შეფასდა კირიან ტირნი,რომელსაც გოლი არ გაუტანია,მაგრამ მატჩში საკვანძო ფიგურა იყო.  ყველაზე დაბალი, 5.0 ლოკონგამ დაიმსახურა. როგორც ჩანს, ბელგიელი ნახევარმცველი პარტეისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის . მიუხედავად იმისა, რომ ლოკონგას ბურთის გადანაწილება საკმაოდ კარგი იყო, ცდილობდა შეეკავებინა ბოდო/გლიმტის სწრაფი შეტევები და ხშირად ტოვებდა მოედნის შუაგულს იზოლირებულად. არც ერთი დუელი არ მოუგია და ვერ შეძლო მოწინააღმდეგეთა მოთამაშეების დომინირება, როგორც მოსალოდნელი იყო.

შედარებით დაღლილი ჩანდა გაბრიელ ჯესუსი,რომელმაც 7.0 შეფასება მიიღო და დროდადრო კონტექტიდან ამოვარდნილი იყო.

არსენალი განაგრძობს ჩვეულ რიტმში მოგებას, შემდეგი მატჩი კი  9 ოქტომბერს,  ლივერპულის წინააღმდეგ გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *