
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “აიაქსის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა მატჩის მე-60 წუთზე დუშან დატიჩმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ, უხეშობა გამოავლინა.
Geo Team-ის გავრცელებული ცნობით, ყველაფერი რიგშია და ხვიჩა “კრემონეზესთან” გასამართი შეხვედრისთვის, სრულიად მზად იქნება.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ whoscored-ის ვერსიით, ჯაკომო რასპადორის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (8.4)