გუშინ, სიმონე ინძაგის ინტერი ბარსელონას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა.
იტალიელი სპეცალისტისთვის ეს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო,რადგან ინტერი ხელმძღვანელობა მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოა. ინძაგის საცდელი 2 მატჩი მისცეს, ერთი სასუოლოსთან და მეორე – ბარსელონასთან.
მიუხედავად ამისა, სიმონე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ” დღევანდელი მოგება განსაკუთრებული არ არის. რისკი არც მიგრძვნია, ბარსელონასთან მატჩი რიგითი ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო” .
უცნაურია თუ რატომ არის იტალიელი ასე საკუთარ თავში დარწმნებული,როცა “ბლაუგრანას” მხოლოდ 1 ბურთიანი უპირატესობით აჯობა…