სექტემბერი 22, 2023

ახლა ადვილად შეიძლება დავივიწყოთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა საფეხბურთო მოგზაურობა მილანში დაიწყო. გაბონელს არ უთამაშია არც ერთი მატჩი სერია A-ს კლუბში, მაგრამ მიიღო შანსი ევარჯიშა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი რონალდუ იქ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

“იმ დროს კლუბი მართლაც ძლიერი იყო”, – იხსენებს ობამეიანგი Goal-თან ინტერვიუში. “რონალდო, [პაოლო] მალდინი, [ალესანდრო] ნესტა… ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ამიტომაც გადავწყვიტე იჯარით წასვლა, რამდენიმე წლით. “უბრალოდ ვცდილობდი გამეუმჯობესებინა და ვუყურებდი [რონალდოს], რომ რაც შეიძლება მეტი მესწავლა. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ ცოტა მსუქანი იყო! მაგრამ მაინც საუკეთესო. ყოველთვის მემახსოვრება, როდესაც კარლო ანჩელოტიმ გააკრიტიკა ფიზიკური მდგომარეობის გამო. რონალდომ თქვა: “რა გინდა გავაკეთო, გავიქცე თუ გოლები გავიტანო?” “ანჩელოტიმ თქვა: “გაიტანე გოლები”, შემდეგ თამაშში რონალდუმ ორჯერ გაიტანა! ეს არის ხასიათის ნაწილი და, როგორც თავდამსხმელს, ეს გჭირდება, რადგან გონებრივად ძლიერი უნდა იყო. მე სულ პატარა ბავშვი ვიყავი ყველა იმ ვარსკვლავს შორის, უბრალოდ ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი.”

შეგახსენებთ რომ იმ წელს, რონალდუმ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ბრაზილიაში დაბრუნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *