მარტი 29, 2024

ინტერ-ბარსელონა, სავარაუდო შემადგენლობები და უახლესი ამბებილუკაკუ ჯერ კიდევ

მიუწვდომელია, ლაუტარო: ძირითდში იქნება, მაგრამ ინძაგი მას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყვანს . შეტევაში ერთადერთი დადასტურებული ჯეკოა.

ინძაგის სიტყვები ინტერ-ბარსას წინ გამართულ პრესკონფერენციაზე:

“ბარსელონა ძალიან ძლიერია. ბაიერნთან და მანჩესტერ სიტისთან ერთად, ევროპის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ჩვენთვის ეს უნდა იყოს შესაძლებლობა. ვიცით მატჩის მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან, ძალიან სახიფათო ჯგუფში ვართ. მაგრამ ჩვენ ვართ ინტერი და საუკეთესოდ ვითამაშებთ: ბაიერნის წინააღმდეგ უკვე გადავიხადეთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ”, – განაცხადა ინძაგიმ.  სიმონე ინძაგისთვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია,რადგან კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან ‘ნერაძურის” შედეგით, ამიტომ მწვრთნელს 2 საცდელი მატჩი გამოუყვეს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან, სერია ა-ში კი სასუოლოსთან.

ლაუტაროს მდგომარეობა

ლაუტარომ ჩაატარა გადამწყვეტი ტესტი იმის გასაგებად, მოხვდება თუ არა ის ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში: “ტოროს” არ აქვს კუნთების ტრავმა, მაგრამ არის დაღლილი, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პირველივე წუთიდან გამოყენება. ” – განაცხადა კლუბის ექიმმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *