
ასტონ ვილას ნახევარმცველი დუგლას ლუისი გააბრაზა მისი შეყვარებულის დამამცირებელმა ვიდეომ, რომელიც 71 წლის ბრაზილიელმა რეპორტიორმა მილტონ ნევესმა გაავრცელა. ნევესის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ალიშა ლემანი (ლუისის შეყვარებული) ზეიმობდა ასტონ ვილას გოლს, შემობრუნდა და კამერას ზურგი აჩვენა. ნევესმა ვიდეოს წარწერა გაუკეთა : „მაინტერესებს რა ნომერი ჰქონდა ზურგზე“
ლუისი განრისხდა პოსტზე Twitter-ზე და უპასუხა: “შენ მოხუცი ხარ, ფეხბურთზე წლებია მუშაობ და აქვეყნებ ვიდეოს, რომელიც არ სცემს პატივს ქალთა ფეხბურთს და არც იმ მოთამაშეს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი შეყვარებულია. შენ არასდროს გაიგებთავისებ ამას! პატივისცემაა, ჯანდაბა!”
ლუისი და ლემანი მას შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს,რაც ალიშა წინა ზაფხულს ასტონ ვილაში ვესტ ჰემიდან გადავიდა.