
გაბრიელ მარტინელი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 15+ პერსონალური შეჯიბრება გამარჯვებით დაასრულა და 15+ საგოლე შანსი შექმნა. სტატისტიკით, არსენალის ვარსკვლავი კევინ დე ბრუინს უსწრებს,მაგრამ მანჩესტერ სიტის ფლეიმეიკერი რვა ასისტით არის წინ. მარტინელიმ, თავის მხრივ, ჯერჯერობით რვა თამაშში მხოლოდ ერთი ასისტი გამოიმუშავა.
გოლების მხრივ 21 წლის ფეხბურთელს სამი, ორით მეტი აქვს, ვიდრე 10 წლით უფროსი ბელგიელს. ამ სეზონში არსენალი და მანჩესტერ სიტი 21 და 20 ქულით პირველ და მეორე ადგილზე არიან. პრემიერ ლიგაში ცხრილის ცვლილების გამო,არსენალს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, რომლის გადადების მიზეზიც დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გახდა.
ბოლოს, მანჩესტერ სიტი იყო გამარჯვებული, როდესაც კლუბები გასული წლის დეკემბერში ერთმანეთს შეხვდნენ.