
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ნაკრები აღნიშნული გათამაშების C დივიზიონის ტრიუმფატორი გუნდი გახდა. გარდა იმისა, რომ 5 გამარჯვებისა და 1 ფრის დამსახურებით ვილი სანიოლის გუნდმა საკუთარი ჯგუფის მოგება მოახერხა, 16 დაგროვილი ქულით 4 გამარჯვებულს შორის საუკეთესოც აღმოჩნდა და სასურველ შედეგს ზედმიწევნით მიაღწია.
მას შემდეგ, რაც პარალელურ ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას – 3:1 აჯობა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში ყაზახეთი იქნება.
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის ნაკრებები ევრო 2024-ზე ევროპის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ, ამ შემთხვევაში პლეი-ოფში თამაში საჭირო აღარ გახდება, თუმცა თუ ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით ვერცერთმა ამ ნაკრებმა ვერ ისარგებლა, მაშინ 2024 წლის მარტში, საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს.
საქათველოს ნაკრებისთვის ყაზახეთი უცხო გუნდი ნამდვილად არ არის, ამიტომ შევეცდებით ამ ჩვენსა და ყაზახეთის ეროვნულ გუნდებს შორის ჩატარებული ურთიერთშეხვედრები გავიხსენოთ.
მატჩი: 6
საქართველოს ნაკრების გამარჯვება: 3
ფრე: 2
ყაზახეთის ნაკრების გამარჯვება: 1