ივნისი 4, 2023

მოსკოვის “დინამოს” 20 წლის ფეხბურთელმა, საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია.

რამაზ სვანაძემ ახალგაზრდა ფეხბურთელი “ჯვაროსნების” 21-წლამდე გუნდში გამოიძახა.

ცნობილი რუსი კომენტატორი, ალექსეი ანდრონოვი საბას გადაწყვეტილებას ტელეგრამის მეშვეობით ეხმაურება:

“არ არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოხდა. მაგრამ საკითხავია როგორ…ის, რომ დინამოს მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში ვარიანტს განიხილავს აგვისტოს ბოლოს გავიგე. ინსაიდერებს იმედი არ გაუცრუვდათ.ის, რაც საზონოვმა გააკეთა, სრულიად ნათელია. მან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. რისი უფლებაც მას ჰქონდა. უარი თქვა რუსეთზს. რადგან ამ მომენტში – მისი მნიშვნელობა არის 0 (ისევ სპორტზე და ფეხბურთზე ვსაუბრობ). ზღვის პირას ამინდისთვის ლოდინი უაზრობაა. რუსეთი ევრო 2024-ზე არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი – არ იქნება 95%-ით. ყირგიზეთშიც კი არის პრობლემები… და ფეხბურთელს კი სურს, რომ ითამაშოს. ეროვნული ნაკრებისთვის, მათ შორის. მეტიც, საქართველო ერთა ლიგაზე საკმაოდ კარგად გამოდის (10 ქულა 4 მატჩში), ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ხვიჩა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით.

მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი? მწვრთნელთან რატომ არ დაურეკავთ? თავად საბას თუ არა, მის აგენტს მაინც რატომ არ დაურეკეს? რა არის აქ სამარცხვინო? უაზროდ, რეპუტაციის დაკარგვა … და მაშინვე ფეხქვეშ თელავს მას, როგორც “ივანს, რომელსაც ნათესაობა არ ახსოვს” – დიმიტრი ხომუხა რომელიც თამაშობდა თურქმენეთში …

PS. შემდეგი, ჩემი მონაცემებით, მარადიშვილი იქნება…” – განაცხადა ანდრონოვმა.

შეგახსენებთ, რომ საზანოვის დედა ქართველი გახლავთ და საბა ქართულ ენას მშვენივრად ფლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.