
შოთა არველაძე “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შეიძლება გაათავისუფლონ, – იტყობინება Football League World.
“ვეფხვები” ინგლისის ჩემპიონშიფში ახლა მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ ტურნირის ბოლო 4 მატჩი აქვთ წაგებული, რაც ქართველ სპეციალისტზე არსებულ წნეხს კიდევ უფრო ზრდის.
FLW-ის ინფორმაციით, შოთის კლუბიდან გაშვების ამბის დადასტურებას მომდევნო 48 საათში უნდა ველოდოთ.
გასულ უქმეებზე “ჰალი” უელსურ “სუონსისთან” განადგურდა, ანგარიშით 0:3. როგორც ჩანს, ეს კლუბის თურქი მფლობელის, აკუნ ილიჩალის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ არველაძემ “ჰალი” ამა წლის იანვარში ჩაიბარა. მის გუნდს რამდენიმე კარგი მატჩი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა შოთის ხელში “ვეფხვებმა” სტაბილურობა ვერ შეიძინეს.