ოქტომბერი 7, 2022

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, 21 წლის ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

ცხადია ბევრ გულშემატკივარ აინტერესებს თუ რა თანხას იღებს ხელფასის სახით ახალგაზრდა ვარსკვლავი.

“ნაპოლის” დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ამ კითხვას პასუხი იტალიურ გამოცემასთან, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში გასცა:

“ხვიჩას კვარაცხელია წელიწადში ხელფასის სახით 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს კი გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ კი 4,5 მილიონს იღებდა. რისკზე უნდა წავსულიყავით. პანდემიამ დიდი ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი უნდა მოგევძლიერებინქ. ამისათვის სახელფასო ჭერი უნდა შეგვემსუბუქებინა. ჩვენი ლიდერების, ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება გახლდათ.” – განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოდან” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.