სექტემბერი 24, 2023

ხვიჩა კვარაცხელიამ “ლაციოს” წინააღმდეგ უბრალოდ საოცრად ითამაშა და მისი გოლით “ნაპოლი” გამარჯვება მოახერხა.

ცნობილმა გამოცემა  Whoscored-მა ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 8.0 ქულით შეაფასა.

მეორე მხრივ, Sofascore-მა ქართველს, შედარებით მოკრძალებული, 7.1 ქულა დაუწერა და მას ოსიმენი, კიმი, ლობოტკა და სხვები ამჯობინა.

ხვიჩამ 68 წუთი ითამაშა. ბურთს 44-ჯერ შეეხო, 26-დან 20 პასი სწორად გააკეთა. 3 დრიბლინგიდან 2 წარმატებულად განახორციელა. კარში 3-ჯერ დაარტყა და ერთხელ ძელს გაარტყა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *