
“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
კვარაცხელიამ გასულ თვეში 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო, 2 – “მონცას” წინააღმდეგ, ერთიც – “ვერონას” კარში.
საქართველოს ნაკრების შემტევმა “ლაციოს” ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, “ტორინოს” შემტევ ნემანია რადონიჩსა და “მილანის” მცველ პიერ კალულუს აჯობა.
ხვიჩას “ნაპოლი” მორიგ მატჩს “ლაციოს” წინააღმდეგ, 3 სექტემბერს გამართავს.