მარტი 21, 2023

ესპანეთში საინტერესო ღონისძიება, Showcase გაიმართა, სადაც სზვადასხვა ქვენის 100 ახალგაზრდა დამწყები ფებხურთელი მონაწილეობდა.

პროექტის მიზანი საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენა გახლდათ. აღნიშნულ ღონისძიებაზე თავი საინტერესო მონაცემებით უნდა გამოგეჩინა.

 

“რაიო ვალეკანო”, “რეალ ბეტისი”, “რეალ ოვიედო” “მირანდესი”, “რაიო მახადაჰონდა” და “ლეონესა” 2 ტალანტს ირჩევდნენ.

“რეალ ბეტისმა” არჩევანი ქართველ ფეხბურთელ, გიორგი კიკვაძეზე შეაჩერა.

ესპანური გუნდის ვებ-საიტის ცნობით, გიორგი ამერიკელ ფეხბურთელთან ერთად “რეალ ბეტისის” აკადემიაში ივარჯიშებს და თავის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა გუნდშიც დარჩეს.

ცნობისთვის, გიორგი კიკვაძე ესპანეთში წასვლამდე 35-ე სკოლის გუნდის წევრი გახლდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.