ოქტომბერი 7, 2022

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში “საბურთალომ” შინ “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ანგარიში გიორგი ქიმაძემ გახსნა. ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა მალევე გაათანაბრა. ლევან ნონიკაშვილმა “საბურთალო” წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს გიორგი კუხიანიძემ ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის 78-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა იმერლები წინ გაიყვანა, ირაკლი ბუღრიძემ კი მალევე შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

ლაშა ნოზაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, “ტორპედო” კი მე-6 ადგილზე იმყოფება.

“საბურთალო” მომდევნო შეხვედრას ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარებს. კახა ჩხეტიანის გუნდი კი თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.