
“ნაპოლიმ” პრე-სეზონზე მორიგი მატჩის მოგება მოახერხა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი კვლავაც ხვიჩა კვარაცხელია იყო.
მატჩის მეორე ნახევარში ქართველი შემტევი შეუჩერებელი იყო და პენალტიც მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და უზადო დარტყმა შემოგვთავაზა.
შეხვედრის მიწურულს, კვარაცხელიას მოედნის ნაადრევად დატოვება ტრავმის გამო მოუწია, თუმცა, საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ არის.
ხვიჩას მეტოქის იდაყვი მოხვდა თავში, რის შემდეგაც თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედანი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩას მატჩამდე ფეხის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ესეც არ იყო მძიმე დაზიანება და კვარამ მინდორზე თითქმის 70 წუთი გაატარა.