როგორც ჩანს, ანტონიო რუდიგერი შესაძლოა მადრიდის რეალის სათადარიგო სკამზე უფრო მეტად ვიხილოთ მას შემდეგ, რაც ჩელსიდან ლა ლიგის გიგანტებს შეუერთდა უფასო ტრანსფერით.
ბარსელონასთან 1:0 ამხანაგური მარცხის შემდეგ მედიასთან საუბრისას კარლო ანჩელოტიმ თქვა: “დევიდ ალაბა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ითამაშებს მარცხენა მცველის პოზიციაზე. არ მინდა შევეხო [ცენტრალური მცველის] წყვილს, რომელიც გასულ წელს მუშაობდა. მე ძალიან მომწონს რუდიგერი. არ ვარ გიჟი და ვიცი რომ ძალიან ინტელექტუალური მოტამაშეა. შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში [მარცხენა მცველი], ისევე როგორც შეუძლია შეცვალოს ალაბა“
ამიტომ, ანჩელოტი მომავალ სეზონში ალაბა-ედერ მილიტაოს წყვილთან დაკავშირებას გეგმავს, რუდიგერს მარცხენა მცველად ან სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.