აგვისტო 8, 2022
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონური “ლეხის” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე წრეში ბათუმელების მეტოქე ისლანდიურ “ვიკინგურსა” და უელსურ “ნიუ საინტსს” შორის გამარჯვებული იქნება.

 

შეგახსენებთ, ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის “სლოვანთან” ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს.

 

ქართულ-პოლონური დაპირისპირება 21 (პოლონეთში) და 28 (საქართველოში) ივლისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.