
ბათუმის “დინამო” 21/28 ივლისს კონფერენს ლიგაზე პოლონურ “ლეხს” დაუპირისპირდება.
“ლეხი” ამ მატჩამდე საკმაოდ მძიმე კრიზისშია და 3-მატჩიანი წაგების სერია აქვს.
გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან “ყარაბახმა” გამოაგდო. ჯერ “ლეხმა” 1-0 მოიგო, ხოლო, აზერბაიჯანში 5-1 განადგურდა.
პოლონეთის სუპერთასზე “რაკუვმა” 0-2 დაამარცხა. ბოლოს კი ჩემპიონატის პირველ ტურში “სტალ მიელეცთან” 0-2 წააგო.
გუნდის შემადგენლობაში 2 ქართველი, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან.