აგვისტო 8, 2022

დღეს “ნაპოლის” შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არაოფიციალური დებიუტი შედგა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენაც შეძლო.

მატჩის შემდეგ, კვარაცხელიას კარგი შეხვედრა შეუმჩნეველი არ დატოვა ლუჩიანო სპალეტიმაც, რომელმაც ქართველი გარემარბის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც გამწვავებაზე ხშირად მიდის, დარტყმები როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით შეუძლია და იცის, შეტევა შედეგიანად როგორ დაასრულოს. კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ბრწყინვალე საფეხბურთო თვისებები აქვს და სწორედ ისაა, ვისაც ინსინიეს ჩანაცვლება ნამდვილად შეუძლია. ეს ნამდვილად შევნიშნე.“ – განაცხადა სპალეტიმ.

შემდეგ მატჩს “ნაპოლი” 17 ივლისს, “პერეგუასთან” გამართავს, დიდი ალბათობით, კვარაცხელია იქაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.