
13 ივლისს ”დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბრატისლავის ”სლოვანს” უმასპინძლებს.
მოახლოებულ შეხვედრას ბათუმში დიდი ინტერესი ახლავს.
მატჩამდე 1 კვირით ადრე შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა.
”დინამო” სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ანთავსებს და გულშემატკივარს მოუწოდებს დადგენილი წესები დაიცვან:
ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
– სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)
– სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას
– მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას
– სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის
– იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, -სტადიონის ტერიტორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე
– იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა, -იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე
– სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.
ყველა წესის დაცვა აუცლიებელია, რადგან გუნდს და სტადიონს შემდეგ მატჩებში ”უეფასგან” სანქციები არ დაემუქროს.
შეგახსენებთ,რომ 6 ივლისს ბათუმელებმა ბრატისლავაში ”სლოვანს” ფრედ 0-0 ეთამაშეს. 13 ივლისს 21:00 საათზე კი მეტოქეს ბათუმში მიიღებს.