მარტი 31, 2023

არსენალისა და ინგლისის ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშერმა ფეხბურთი ოფიციალურად დატოვა.

 

30 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი იყო დანიის ორჰუსი, სადაც თებერვლიდან მაისამდე 14 მატჩი ჩაატარა.

“ეს იყო დაუჯერებელი მოგზაურობა, სავსე წარმოუდგენელი მომენტებით და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ განვიცადე ყველაფერი, რაც გავაკეთე ჩემი კარიერის განმავლობაში”, – თქვა უილშერმა Twitter-ზე.

 

“პატარა ბიჭიდან, რომელიც ბაღში ბურთს ურტყამს, ჩემი საყვარელი არსენალის კაპიტნობამდე და ჩემი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით. მე ჩემი ოცნება განვახორციელე.”

 

The Athletic-ის ცნობით, უილშირი არსენალის 18-წლამდელთა მთავარ მწვრთნელად დასახელდება. მან ახალგაზრდებთან გარკვეული დრო კლუბში უკვე გაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.