დეკემბერი 2, 2023
The Telegraph-ის ცნობით, ჩრდილოეთ ლონდონში, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პრემიერლიგის ფეხბურთელი დააკავეს. მოთამაშეს სახელი, რომელიც 25 წელზე ზევით არის, არ ხმაურდება იურიდიული მიზეზების გამო. ამ მომენტში, ის პატიმრობაშია.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი საცხოვრებელ მისამართზე – ბარნეტში დააკავეს. ფეხბურთელი მსოფლიო დონეზე არის ცნობილი და ახლა გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა  საკუთარ კლუბთან ერთად, წინასასეზონო მზადების გავლას. ასევე, ეს მოთამაშე, საკუთარი ქვეყნის ნაკრების რიგებში, ამ წლის ნოემბერში ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გაემგზავროს.
სოციალურ ქსელებში იწერება, რომ  აღნიშნული ფეხბურთელი 29 წლის არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *