მარტი 31, 2023

გავლენიანი გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა მოითხოვა. ინგლისური წყარო იუწყება, რომ “იუნაიტედის” შვიდიანის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის კი არის “ნაპოლი”.

ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ნეაპოლიტანურმა კლუბმა გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა. მაშასადამე, არსებობს შანსი, მომდევნო სეზონიდან საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გგვერდით ითამაშოს.

ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ “პარტენოპეის” სასტარტო შემადგენლობას კრიშტიანუსა და ხვიჩასთან ერთად:

მეკარე: დავიდე ოსპინა

დაცვა: ჯოვანი დი ლორენსო – ამირ რაჰმანი – კალიდუ კულიბალი – მარიო რუი

ნახევარდაცვა: ფაბიან რუისი – სტანისლავ ლობოტკა – პიოტრ ზიელინსკი

შეტევა: მატეო პოლიტანო – კრიშტიანუ რონალდუ – ხვიჩა კვარაცხელია

როგორც ხედავთ, ვვარაუდობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” კრიშტიანუს დაიმატებს, კლუბი თავის მთავარ ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენს შეელევა, რადგან ნიგერიელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ პირობითი თერთმეტეულია და არავინ იცის, სეზონის სტარტზე როგორი იქნება ლუჩიანო სპალეტის გუნდი, რამეთუ სექტემბრამდე ნეაპოლში ბევრ ცვლილებას ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.