
ბოლო ინტერვიუში სამირ ნასრიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაარწმუნა ხორხე სამპაოლიმ 2016 წელს სევილიაში გადასვლაზე.
ნასრიმ თქვა: “სამპაოლის ისე უნდოდა ჩემი წაყვანა, რომ მითხრა: “მოდი ჩვენთან, შეგიძლია დალიო, წახვიდე კლუბში, რაც გინდა ის აკეთე და მე დაგიფარავ კლუბის უფროსობის წინაშე . უბრალოდ გთხოვ, შაბათ-კვირას მოედანზე კარგად იყო”.
“სამპაოლი ისეთი გიჟი იყო, რომ ჩემი ძაღლისთვის ყურადღების მიქცევაც კი შემომთავაზა რომ შაბათ-კვირას არ გადავღლილიყავი“
ნასრი სევილიაში იჯარით გადავიდა მანჩესტერ სიტიდან, სანამ 2017 წელს თურქულ ანტალიასპორში წადავიდა. მომდევნო წელს ნასრის კარიერა შეჩერდა 18-თვიანი დოპინგ აკრძალვის გამო.
ვესტ ჰემსა და ანდერლეხტში ხანმოკლე გამოჩენის შემდეგ, ფრანგი 2021 წლის სექტემბერში 34 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა.