
ლეა უილიამსონი, მოსწონს თუ არა ეს , ინგლისის ქალთა ფეხბურთის სახე გახდა.
საყვარელი არსენალის გულშემატკივროდან და თილისმიდან მეთოფეების საკვანძო მოთამაშედ გადაიქცა და მისი ქვეყნის გუნდურ ფურცელზე პირველი სახელია, მაგრამ ის თავს მაინც მოტყუებულად გრძნობს. მისი დანიშვნა ინგლისის კაპიტნად ამ ზაფხულის ევროპის ჩემპიონატზე შესაძლოა ეჭვები მოჰყოლოდა არსენალის მცველის მთავარი ტურნირის გამოცდილების გათვალისწინებით. ლეას მანამდე მხოლოდ ექვსი წუთი ჰქონდა ნათამაშები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში, სანამ ინგლისის ნაკრებში მთავარ პოზიციას დაიკავებდა.
ხალხის მხრიდან უკმაყოფილოების ნაკლებობა მეტყველებს 25 წლის ფეხბურთელის პროფეისონალიზმზე.
„ცოტა რამ შეიცვალა, არა?“- ამბობდა უილიამსონი, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა დებიუტი უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში, როდესაც ბოლო ევრო გაიმართა 2017 წელს, მაგრამ ახლა მან 29 მატჩი ჩაატარა ლომების შემადგენლობაში.
“ვინმეს რომ ეთქვა მეორე დღეს, რომ დავიწყებდი ამ გახსნის თამაშს არ დავიჯერებდი. ეს იქნება ჩემი პირველი დაწყება მთავარ ტურნირზე. ახლა ამას ვაკეთებ როგორც კაპიტანი. შესაძლოა, წარსულში არ მქონია შესაძლებლობები, მაგრამ მე ვშრომობსი რომ მზად ვყფილიყავი ეს მოგზაურობის შემდეგი ნაწილია“.
ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი გუნდია. მასპინძელი ქვეყანა ინგლისია,სადაც 6-დან 31 ივლისამდე ჩემპიონატი სხვადასხვა ქალაქეში ჩატარდება.